დათო ოქიტაშვილი ცნობილ რუს მომღერალს, ალა პუგაჩოვას დაბადების დღეს ერთად გადაღებული ფოტოთი ულოცავს და წერს:
„დღეს ამ მაგარი ქალბატონის, ჩემი მეგობრის, ალას დაბადების დღეა. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ და ვაკრიტიკოთ, ალამ შექმნა ეპოქა. ის უკვე ისტორიაა. საბჭოთა მომღერალია, არაა საბჭოთა… ისტორიას გაფრთხილება უნდა, წერტილი. ალა ბორისოვნა, მიიღეთ მთელი გულით ჩემი მილოცვა! ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ , თქვენი შვილები და თქვენი ახლობელი ადამიანები. მშვიდობას გისურვებთ, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს, სიყვარულს, სიხარულსა და ოჯახურ ბედნიერებას…“