LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო საყვარელიძე თბილისის ოპერაზე: „არ მესმის, როგორ ახერხებს ბადრი მაისურაძე ამ მწირი დაფინანსებით ამდენი რამის გაკეთებას…“

685
davit-sayvarelidze

რეჟისორი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილი დირექტორი, დავით საყვარელიძე აქვეყნებს სტატუსს სოციალურ ქსელში და წერს იმ დიდი პროგრესის შესახებ, რომელსაც მწირი დაფინანსების პირობებში ქართული ოპერა განიცდის.

დავით საყვარელიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„აბესალომ და ეთერი“-100 – გილოცავთ!

რამდენიმე დღის წინ „დონ კარლოსის“ პრემიერას დავესწარი. პირველ დღესაც გახლდით და მესამე დღესაც დავესწარი სპექტაკლს. ძალიან ველოდი პრემიერას პირველ რიგში იმიტომ, რომ ოპერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ძალიან კარგად იმუშავა და საზოგადოებაში სასურველი მოლოდინი შექმნა. ყოველ ახალ სპექტაკლთან ერთად ვხედავ დიდ წინსვლას. ტექნიკური ჯუფი სულ უფრო წინ მიდის და იხვეწება. არ მგონია, რომ საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში თბილისის ოპერაზე უფრო მაღალი დონის ტექნიკური ჯგუფი იყოს სადმე. მე ზედმეტად კარგად ვიცი ასეთი სპექტაკლების გასამართად რა შრომაა საჭირო. ძალიან კარგად იყო ორკესტრი მომზადებული, გუნდი თავის სიმაღლეზე იდგა. საერთოდ მგონია, რომ ეს ოპერა ზაზა აზმაიფარაშვილის რეპერტუარში საუკეთესო ოპერაა. გახსოვთ ალბათ ფერუჩო ფურლანეტო და პაატა ბურჭულაძე გურამ მელივას დადგმაში რა საოცრება იყო. რაც შეეხება სოლისტებს ერთი რამ მინდა იცოდეთ, სოლისტებო: ძალიან მიყვარხართ, როგორც მომღერლები და როგორც ჩემი უახლოესი ადამიანები. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია, რომ თქვენთან ერთად ჩემმა ირინკამაც იმღერა. დიდი მადლობა ამ სითბოსთვის. ისიც იცით, რომ ლაშა ბუღაძე ჩემი მეგობარია, მაგრამ არ ვეთანხმები ამჯერად მას. ერთადერთი ირაკლი კახიძის თბილისის ოპერასთან ურთიერთობას განვიცდი. მართლა აკლია ჩვენ ოპერას ირაკლი.

იანვარში ნინო სურგულაძე ბოლონიაში მღეროდა ვერდის „ტრუბადურში“. რობერტ ვილსონმა დადგა ეს სპექტაკლი. ვიცი, რომ რობერტ ვილსონს ნინო ძალიან შეუყვარდა და საქართველოში ჩამოსვლას დაჰპირდა. ეს ტრუბადური მილიონ-რვაასი-ათასი ევრო დაჯდა! მიეცით ოპერას ეს თანხა და რობერტ ვილსონს ანდრიაშვილის „კაკო ყაჩაღს“ დაადგმევინებენ, თუ გინდათ. არ მესმის, როგორ ახერხებს ბადრი მაისურაძე ამ მწირი დაფინანსებით ამდენი რამის გაკეთებას.

თბილისის ოპერა ძალიან მიყვარს. მის კარგსაც და ცუდსაც ერთნაირად განვიცდი. ზოგი მანჩესტერს გულშემატკივრობს,ზოგი რეალს… ჩემი კლუბი თბილისის ოპერაა. ♥

კიდევ ერთხელ გილოცავთ!“

ამონარიდი სპექტაკლიდან „ტრუბადური“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები