აშშ-ში ერთ-ერთი ქორწილის მოულოდნელი და თან დაუპატიჟებელი სტუმარი დათვი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC7 News ავრცელებს.
კოლორადოს შტატის მცხოვრები ბრენდონ მარტინესი და კაილინ მაკროსი საკუთარ ქორწილში უჩვეულო ინციდენტს გადააწყდნენ. სადღესასწაულო სუფრას საკვების მაძიებელმა დათვმა მოაკითხა.
ტკბილეულით სავსე მაგიდის პოვნის შემდეგ მტაცებელმა დესერტების მირთმევა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვამ ცხოველი მალევე გააგდო, დათვმა ყველაფერი შეჭამა და მექორწილეებს გემრიელობების გასინჯვის შანსიც კი არ დაუტოვა.