LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათვმა ავტომობილის კარების გაღება ისწავლა და ძალიან გაერთო

97

ავტომოყვარული დათუნია კოლორადოს შტატში ერთ-ერთი ფირმის წინ დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. როგორც კადრებში ჩანს, დათვი ოფისის წინ დაპარკინგებულ ავტომობილს უახლოვდება, კარს საკმაოდ მარტივად ხსნის და შიგნით შედის. სალონში დათუნია მხოლოდ რამდენიმე წუთი გაჩერდა, შემდეგ კი უკან გადმოცოცდა. ამის შემდეგ მან ავტომობილს გვერდიდან მოუარა და მეორე კარები გახსნა. ცხოველი შიგნით შესვლას ამჯერად ამ მხრიდან აპირებდა, თუმცა როგორც ჩანს, ის რაღაცამ შეაშინა, რის გამოც გადაიფიქრა და ავტომობილი დატოვა. შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა, როცა დათვის ბელი Honda Pilot-ის კროსოვერში შეძვრა, კარები ჩაკეტა და იმდენი ასიგნალა სანამ მთელი ოჯახი არ გააღვიძა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები