LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუდგენელ ვითარებაში დაზიანდა, ტელევიზიის ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი, ველით მომსახურე კომპანიისგან უფრო მეტ დეტალს, რა ვითარებაში დაზიანდა, თუ გადაჭრეს ჩვენი მაგისტრალური კაბელი“ – ნოდარ მელაძე

176
Capture

ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელევიზიის (TV პირველი) ოპტიკური ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი დაზიანდა, რაც უშლის პირდაპირ ეთერში ჩართვებს. როგორც მელაძე წერს, გარე ჩართვის მოწყობილობების და სტუდიის დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„დაუდგენელ ვითარებაში დაზიანდა, ტელევიზიის ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი. ამ დროისთვის ვცდილობთ აღდგეს, სათადარიგო ქსელით არხის მაუწყებლობა.

იქ სადაც გაითიშა, წესით სარეზერვო სიგნალით უკვე უნდა იყოს ჩართული ტვ პირველი.

ამ დრომდე ვერ ხერხდება, გარე ჩართვის მოწყობილობების და სტუდიის დაკავშირება, ვერ ვაკეთებთ პირდაპირ ჩართვებს, ვერც თბილისიდან ვერც საქართველოს რეგიონებიდან.

ველით მომსახურე კომპანიისგან უფრო მეტს დეტალს, რა ვითარებაში დაზიანდა თუ გადაჭრეს ჩვენი მაგისტრალური კაბელი“, – წერს ნოდარ მელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g