LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუჯერებელი და სასწაული: 10 წლის ბავშვმა მაიკლ ფელპსის რეკორდი მოხსნა (ვიდეო)

185

10 წლის ამერიკელმა კლარკ კენტმა ლეგენდარული თანამემამულის, 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონის, მაიკლ ფელპსის 1995 წლის რეკორდი დაამხო.

როგორც ჩანს, ცურვაში ახალი დომინატორის სახელი უკვე ცნობილია.

10 წლის კლარკს სუპერმენი შეარქვეს, რადგან მისი სახელი სრულად ემთხვევა კომიქსების სახელგანთქმულ პერსონაჟს. ბიჭიც ამართლებს ამ მეტსახელს.

შორეული დასავლეთის ჩემპიონატზე, 50-მეტრიან აუზში, კენტმა 100 მეტრზე ბატერფლაით 1 წუთში, 9 წამსა და 38 მეასედში გაცურა. ეს შედეგი ერთ წამზე მეტით აღემატება ფელპსის რეკორდს.

კლარკი ცურვით მხოლოდ 4 წელია დაკავებულია. ვუნდერკინდის მამამ აღნიშნა, რომ ბიჭი ფორტეპიანოზეც დადის, ასევე საბრძოლო ხელოვნებითა და პროგრამირებითაა დაკავებული.

 

მაიკლ ფელპსი კი ოლიმპიური თამაშების აბსოლუტური რეკორდსმენია. მას 28 ოლიმპიური მედალი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g