არ მაქვს სოციალური ქსელი, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ განვმარტო, ბოლო დღეებში რაც მოხდა, ასე მიმართა მწერალმა დათო ტურაშვილმა საზოგადოებას „ფორმულას“ ეთერიდან.
ან დამიმტკიცებ, ან ბოდიშს მოიხდი – ყაველაშვილი ტურაშვილს მიმართავს
„ვიცი, რომ არიან ადამიანები, ვისაც სიამოვნებთ დღე და ღამე ვიღაცის ლანძღვა, შეურაცხყოფა და ცილისწამება. ეს საშინელებაა. გავიგე, რომ დავით კაჭარავას ლანძღავენ. ჩვენს სახელოვან მორაგბეს. 20 წელი თამაშობდა. მერე გახდა პარლამენტის წევრი. სულ არ მომეწონა, ვიფიქრე, მორაგბეს, რა უნდა პარლამენტში – მეთქი, პირადად ვიცნობ, მაგრამ მამგას როგორ ვაკადრებდი, მეთქვა, ყველა არჩევანში თავისუფალია. მისი ლანძღვა ამის გამო ჩემთვის რადიკალურად მიუღებელია.
ადამიანები სხვისი ლანძღვით პოპულარული ხდებიან. და მთელი ტრაგედია ისაა, რომ ხელისუფლებას აქვს სპეციალური განყოფილება. ეს წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, რაც ჩემს წინააღმდეგ იკადრეს“. – აღნიშნა დათო ტურაშვილმა, რაზედაც მიიღო წამყვენებისგან რეპლიკა, რომ ეს მხოლოდ მის წინააღმდეგ არ ხდება.
„ამ ყველაფერზე იმიტომ ვლაპარაკობ ამდენს, რომ სხვას არ შეეხოს ეს ყველაფერი. ვიცი ჩემი თავის ამბავი და შეიძლება, მართლა შევეწირო ამ ყველაფერს“. – ამბობს დათო ტურაშვილი და დასძენს, რომ ეს ძველი რუსული მეთოდია.
„არსებობს წიგნი, სადაც აღწერილია,როგორ გეგმავდნენ მე-19 საუკუნეში საქართველოს დაპყრობას. რომ შემოვიდოდნენ უნდა დაეწყოთ იმ ადამიანების გაშავება, ვისაც ხალხი პატივს სცემდა და ეს მეთოდი დღესაც მუშაობს. ხალხს ფულს უხდიან, რომ ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, დაესიონ და მოკლან. ესენი მკვლელები არიან. თქვენ თუ გგონიათ, რომ სიტყვა უფრო რბილია, ვიდრე ტყვია, ცდებით. “. – ამბობს დათო ტურაშვილი.
მისი თქმით, „შეიძლება რუსული საქმე ისე გვაკეთებინონ, რომ ვერც ვხვდებოდეთ“.
„შეიძლება ყაველაშვილს, მე რომ ეს გენოციდი მომიწყო, არც ჰქონია ასეთი ბოროტი განზრახვა. მაგრამ ვერც მიხვდა, როგორ გამოიყენეს ჩემს წინააღმდეგ. რატომ მომიქსიეს ეს ნაძირლები, იმიტომ რომ მოვკვდე.
სხვათა შორის, ახლა რა ვიდეოფაბრიკაციაც გავრცელდა, რომ ვითომ მე იარაღით დავდივარ და ხალხს ვხოცავ, „ნაციონალებმა“ გაავრცელეს, როცა მე ისინი გავაკრიტიკე და ახლა ეს „ოცნებამ“ გამოიყენა.
ავტომატი კი არა სკოლის ასაკში რომ ვიყავი, ჯაყვა არ მქონია. ერთადერთხელ სოფელში ვიყავი და კისტის თოფი მეჭირა, ბავშვებმა დამცინეს, ქალაქელი ხარ, ჩიტს ვერ მოკლავო და კისტის თოფით ჩიტს ვესროლე. კვირა არ გავა, რომ ის ჩიტი არ დამესიზმროს. და დღემდე ისიც არ ვიცი, მოხვდა თუ არა“.. – ამბობს დათო იტურაშვილი.