LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ან დამიმტკიცებ, ან ბოდიშს მოიხდი – ყაველაშვილი ტურაშვილს მიმართავს

1853
ფორტუნა - 2023-03-15T130532.525

„დათო ტურაშვილს მინდა მივმართო, მე-17 თუ მე-18 სართულზე რომ ზის, ცოტა უნდა დაფიქრდე, რას ამბობ“, – ამ სიტყვებით „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა POSTV-ის ეთერიდან მწერალ დათო ტურაშვილს მიმართა.

„დათო ტურაშვილი „ხალხის ძალას“ რომ მოგვიწოდებს, რუსები ხართ და აღიარეთო, დათო, შენ კარგად მიცნობ მე და იცნობ დათო კაჭარავას, იცნობ ვიკა სანიკიძესაც და კახა კალაძესაც. იცნობ  კობიაშვილს, ჩვენ ზურგით გვიტარებია ჩვენი დროშა და როცა რაღაცას ამბობ, ის უნდა დაამტკიცო.

ჯერ ერთი, ზიხარ ტელევიზიაში, რომელიც ანწუხელიძის სისხლს ამოფარებული ნაძირალების ფულით არის შექმნილი, შენი პატრონია დავით კეზერაშვილი, რომელმაც ქართული ჯარი გაძარცვა.

მე აქამდე ღირსებით ვიცხოვრე. ჩადი შვეიცარიაში, იქ არის ჩემი დატოვებული  საქმე. მილანში არ ჩადიოდით? კახა კალაძეზე ისე იყო ყველა აღფრთოვანებული, როგორ დღეს ხვიჩა კვარაცხელიაზე არიან.

ან თორნიკე შენგელიას რა გაუკეთეთ, ერთი წუთით რომ დაგვეშვა და თორნიკე საკალათბურთო ნაკრებიდან მოგვეკვეთა, ვიქნებოდით დღეს მსოფლიო  ჩემპიონატზე? ცოტა დაფიქრდით, ვის ელაპარაკებით.

იცის დათომ ჩემი დამოკიდებულება, პატივს ვცემ, სპორტი უყვარს და რაგბიზე გიჟდება, ხომ იცის რაგბისთვის რა აქვს გაკეთებული ბიძინა ივანიშვილს.

ჩვენ რომ ოპოზიცია ვიყავით, დათო ტურაშვილმა მაშინ გააპროტესტა ციხის კადრები რომ გავრცელდა.

ახლა ამ ტელევიზიიდან, რომ ამბობ „ხალხის ძალაზე“ რუსიაო..

ან დამიმტკიცებ, ან ბოდიშს მოიხდი, რა. ვინ არის რუსი და ვინ არის შენზე მაგარი მოყვარული ამ ქვეყნის?!, – ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.

ცნობისთვის, დათო ტურაშვილი „ფორმულას“ გადაცემა “მე-17 სართულის” ერთ-ერთი თანაწამყვანია.

„კალაძე რასაც ამბობს, მაგაზე საშიში არაფერი მომისმენია.. არ დაუჯეროთ მას !! არ დატოვოთ სამშობლო !! – დათო ტურაშვილი კახა კალაძეს პასუხობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g