თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „თუ მოქალაქეებს ევროპაში წასვლა სურთ, ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ“ დათო ტურაშვილი ეხმაურება.
„კალაძე რასაც ამბობს, მაგაზე საშიში არაფერი მომისმენია. არც ერთ ხელისუფლებას არ უთქვამს თავისი მოქალაქეებისთვის, აქ მე ვიქნები კარგად და თქვენ გაეთრიეთო. არ დაუჯეროთ კალაძეს! ეს ჩვენი სამშობლოა, არ დატოვოთ! ეგ უნდათ მაგათ, ჩვენ წავიდეთ, თვითონ მოიწყონ ტკბილი ცხოვრება აქ და მილანში იაროს თმის შესაჭრელად, ამისთვის უნდა ევროპა.
ეს ანტისახელმწიფოებრვი აზროვნებაა. ეს არცერთ ხელისუფლებას, არცერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ უკადრებია, კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი რამ არ არსებობს “, – განაცხადა დათო ტურაშვილმა „ფორმულას“ გადაცემაში „მე-17-ე სართული“.
ცნობისთვის, თბილისის მერმა პროექტის “ისწავლე და დასაქმდი” პრეზენტაციაზე კადრების დეფიციტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში კადრების გადინების საკითხი დგას, თუმცა ამაში ცუდი არაფერია.