ადვოკატი ზვიად კორძაძე უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილისა და მწერალ დათო ტურაშვილის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ დათო ტურაშვილის სახით, პირველად ნახა „ასე გულნატკენი ადამიანი“.

„ახლა ვნახე დათო ტურაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში.

ასეთი უცნაური რამე დამემართა, მიხეილ ყაველაშვილმა მომიხსენია – ასეთი შეურაცხყოფა არავის მოუყენებია – რას პასუხობს ტურაშვილი ყაველაშვილს

ბოლო პერიოდია ქართულ ტელესივრცეში ყველანაირ ემოციას ნახულობ: ბრაზი, სიყალბე, ვითომ აღშფოთება, მართლა აღშფოთება, გამწარება, სასოწარკვეთა …

აი, მართლა პირველად ვნახე ასე გულნატკენი ადამიანი, თან ადამიანი, რომელსაც მართლა გული აწუხებს და ის რამდენიმე წუთი, რაც საუბრობდა, დამერწმუნეთ პირდაპირი მნიშვნელობით გულზე ურტყამდა. (დამეჯერება) ხმაზეც ეტყობოდა, თვალებზეც და საუბარზეც.

რად გიღირთ, ადამიანს დააბრალოთ არარსებული რაღაცები და ასე ატკინოთ გული. მართლა არ მესმის, რაა ის ღირებულებები, რასაც ემსახურებით“, – წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

ან დამიმტკიცებ, ან ბოდიშს მოიხდი – ყაველაშვილი ტურაშვილს მიმართავს

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები