LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ ჰონორარი ავიღე ჩემს წიგნში და მინდა რომ გადმოგცე, ცოტათი მაინც წაგეხმაროო, ჯიბიდან ამოიღო კონვერტი და დარცხვენილი სახით მაწვდის“ – რას წერენ დათო ტურაშვილზე

990
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე, თეა აბაშმაძე სოციალურ ქსელში ცხოვრების რთულ პერიოდს იხსენებს და ჰყვება, რომ მას მწერალი, დათო ტურაშვილი, რომელსაც ახლოს არც კი იცნობდა, დაეხმარა.

აბაშმაძე აღნიშნავს, რომ ამ ამბიდან 15 წელი გავიდა, თუმცა მას ტურაშვილის გვერდში დგომა არასდროს დაავიწყდება.

თეა აბაშმაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემი წარსული ცხოვრების ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდში, როცა ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა, პატარა სილამაზის სალონი გავაკეთე წვალებით და რაღაცნაირად გაგვქონდა თავი. ერთხელაც, მენეჯერი მეუბნება ვიღაც კაცი გკითხულობსო. გამოვედი და ვხედავ დათო ტურაშვილი დგას სალონის ფოიეში. დათოს კი ვიცნობდი, მაგრამ არ იყო ჩემი ახლო მეგობარი და გამიკვირდა მისი დანახვა, თუმცა სიხარულით შევხვდი და ჩამოვჯექით სალაპარაკოდ. მოვიკითხეთ ერთმანეთი, ვსაუბრობთ, ძალიან გულღია ადამიანია, ვინც იცნობთ გეცოდინებათ. ხო და, თან ვატყობ, რომ ნერვიულობს, აშკარად რაღაც საქმეზეა მოსული და უჭირს თქმა. ბოლოს, ვეღარ მოვითმინე და ვკითხე: – ვხვდები, რომ რაღაცის სათქმელად მოხვედი და მითხარი, არ მოგერიდოს-თქო. ჯიბიდან ამოიღო კონვერტი და დარცხვენილი სახით მაწვდის, გეხვეწები სწორად გამიგე რასაც გეტყვიო. შენზე ხშირად ვფიქრობო, წარმოვიდგენ მე რომ დამიჭირონ ჩემს ცოლს რა ეშველებაო, რამხელა ტვირთის ტარება მოუწევსო, ხოდა გულმა ვეღარ მომითმინა, გუშინ ჰონორარი ავიღე ჩემს წიგნში და მინდა რომ გადმოგცე, ცოტათი მაინც წაგეხმაროო.

ახლაც თვალწინ მიდგას, თავდახრილი როგორ მეუბნებოდა ამას, ხელში კონვერტით. ძალიან გავოცდი, თან ცრემლები მომადგა გული ისე ამიჩუყდა, გადავეხვიე და ვუთხარი – მადლობა დათო, მართლა არ მჭირდება, მაქვს საკმარისი შემოსავალი-თქო. მენეჯერს აღრიცხვის ჟურნალიც კი მოვატანინე, რომ მეჩვენებინა ჩემი ყოველდღიური შემოსავალი, ბევრი არა, მაგრამ რაც იყო, ხომ იყო და მინდოდა დაენახა, რომ ასე თუ ისე ვირჩენდით თავს. – ვერ გამოგართმევ დათო, შენც ოჯახი და წვრილშვილი გყავს, მაგრამ ჩემთვის იგივეა, რომ გამოგართვი, შენც ასე ჩათვალე რომ მომეცი ეს ფული და მშვიდად იყავი, ხომ ხედავ ფეხზე ვდგავარ და აღარ ინერვიულო ჩვენზე-თქო.

ძალიან უხერხულად იყო, არ იცოდა რა ექნა, თან ახალი გადატანილი ჰქონდა გულის შეტევა და ვიცოდი მისთვის არ შეიძლებოდა აღელვება. არ ვიცოდი, როგორ მეგრძნობინებინა ჩემი მადლიერება იმ ადამიანობისთვის რაც გამოამჟღავნა, რაღაც სიტყვებს ვეუბნებოდი, მადლობებს, მაგრამ მაინც უხერხულად იყო და მალევე წავიდა.

ეს ამბავი არავინ იცის ჩვენს გარდა, მას მერე ალბათ 15 წელი გავიდა, მაგრამ არ დამვიწყებია, ახლაც ცოცხლად მახსოვს მისი გულწრფელი საქციელი და შეწუხებული სახე, როგორ ნერვიულობდა, რომ თავი დამცირებულად არ მეგრძნო, რადგან ფულს მთავაზობდა.

დათოს ქალიშვილის პოსტი შემხვდა ახლა, ნერვიულობს მამის მდგომარეობის გამო, შავ პიარს უგორებენო. თან ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონია თურმე დათოს და გულმა არ მომითმინა, ეს ამბავი არ მეთქვა საჯაროდ. მას მერე აღარ შემხვედრია დათო, არც მისაუბრია, მაგრამ სულ ვფიქრობდი, თუ შემხვდებოდა, კიდევ მომეხადა მისთვის მადლობა მაშინდელისთვის. მინდა იცოდეს, რომ მახსოვს მისი ადამიანობა და არაფერი არ შემაცვლევინებს მის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას. დათო არის ნამდვილი ადამიანი, გულწრფელი და მართალი. მე არ ვარ მისი ახლო მეგობარი, რომ ვინმემ მიკერძოებაში ჩამითვალოს მისი ქება. ზუსტადაც უცხოსთან მოვიდა დასახმარებლად, თვითონ რა ჰქონდა, მაგრამ მე მიყოფდა… ახლაც ცრემლები მომადგა ამ ამბის გახსენებისას. მთელი გულით ვუხდი დათოს მადლობას, მაშინდელი მხარდაჭერისთვის. ეს გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვიდრე მატერიალური დახმარება, გულწრფელი თანაგრძნობა მეტს გეხმარება, ვიდრე ფული, ეს ასეა ნამდვილად. ვუსურვებ დათოს ჯანმრთელად ყოფნას და ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას. მინდა საჯაროდ მივმართო და ვუთხრა: – მაგრად იყავი დათო, შენნაირი ადამიანები ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და იმ ხალხს, ვინც გაგიმხნევებია მძიმე მომენტში და გვერდში დადგომიხარ. ჩემთვის ადამიანობის მაგალითი ხარ,“ — წერს თეა აბაშმაძე.

 

„მართლა პირველად ვნახე ასე გულნატკენი ადამიანი, თან ადამიანი, რომელსაც მართლა გული აწუხებს.. რად გიღირთ, ადამიანს დააბრალოთ არარსებული რაღაცები და ასე ატკინოთ გული“ – ზვიად კორძაძე 

ასეთი უცნაური რამე დამემართა, მიხეილ ყაველაშვილმა მომიხსენია – ასეთი შეურაცხყოფა არავის მოუყენებია – რას პასუხობს ტურაშვილი ყაველაშვილს

„რა მხედრიონი, რა ავტომატი, რა ფული?!… ერთადერთი, რისიც მე და ჩემს ოჯახს გვეშინია ხოლმე, ისაა, რომ ამ ქვეყნის გამო ერთხელაც გული გაუსკდება” – რას წერს დათო ტურაშვილის შვილი

ან დამიმტკიცებ, ან ბოდიშს მოიხდი – ყაველაშვილი ტურაშვილს მიმართავს

„კალაძე რასაც ამბობს, მაგაზე საშიში არაფერი მომისმენია.. არ დაუჯეროთ მას !! არ დატოვოთ სამშობლო !! – დათო ტურაშვილი კახა კალაძეს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g