LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავაგვიანეთ, წერტილოვანი შეზღუდვები პრაქტიკულად ეფექტური აღარ არის: გიორგი ფხაკაძე

345
BeFunky-collage

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში ეპიდსიტუაციის დასტაბილურების გზებზე საუბრობს. ამასთან,  “ტვ პირველთან” ფხაკაძე ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მომავალი კვირიდან ხელახალი ლოკდაუნის შემოღების შესახებ.

“აქ უკვე არ არის საუბარი, რა შეიძლება გაკეთდეს, აქ საუბარია ერთმანეთის დგომაზე ყველა მიმართულებით – იქნება ეკონომიკა, ჯანდაცვა თუ უსაფრთხოება. არა მარტო საქართველოს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსაც აქვს უსაფრთხოების პრობლემა, რადგან ისე გავრცელდა ვირუსი, რომ შეიძლება ქვეყნის სტაბილურობაზეც იმოქმედოს.

იყო შიდა საუბარი და მთავრობა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, არასწორია გამოიტანო შიდა საუბრიდან რამე ინფორმაცია გარეთ. ჩემი პოზიცია ცნობილია. თავიდანვე ვამბობდი, რომ აგვისტოს ბოლოს სექტემბერში ჩვენ რომ ჩავკეტილიყავით, დაახლოებით, 24 დღე პლუს ერთი კვირა, ჩვენ ახლა გვექნებოდა ძალიან მცირე რაოდენობა ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის.

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას განაგრძობს და სისტემური „ლოკდაუნი“ არ იგეგმება – საქართველოს მთავრობა

სამწუხაროდ, გაგვეპარა ეს და ქვეყანაში უკვე გენერალიზებულია ეპიდემია. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ეპიდემიას მთელი ქვეყნის მასშტაბით და ის წერტილოვანი შეზღუდვები პრაქტიკულად ეფექტური აღარ არის, დავაგვიანეთ”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის წინააღმდეგ საუკეთესო წამალს ასახელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები