LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავაყენებ საკითხს დანიელსონთან, რომ უკვე დროა, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა დოკუმენტი დაიდო პირველი და რაზე თქვა „ქართულმა ოცნებამ“ უარი: მამუკა ხაზარაძე

86
მამუკა-ხაზარაძე

პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, როდესაც კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი განახლდება, ის დააყენებს საკითხს, გასაჯაროვდეს დოკუმენტი, რომელიც პირველი მოლაპარაკებების შემდეგ დაიდო და ცნობილი გახდეს, რაზე თქვა უარი ქართულმა ოცნებამ”.

მისივე განცხადებით, ოპოზიციონერ ლიდერებს შეთანხმების მიღწევის სურვილი აქვთ, რაც “ქართული ოცნების” ლიდერებში არ შეიმჩნევა.

“მოვისმინეთ განცხადებები, რომ მათ უკვე გაავლეს წითელი ხაზები. ნებისმიერი წითელი ხაზი, იმ ექვსპუნქტიანი დოკუმენტიდან ნიშნავს, რომ ხელს უშლი მოლაპარაკებას და არა ხარ მზად, მიიყვანო მოლაპარაკება წარმატებამდე. ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია, სამწუხარო პოზიცია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ოპოზიცია განწყობილია იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს. როცა, დაიწყება მეორე რაუნდი, უკვე მედიაციის მეორე რაუნდი, დავაყენებ საკითხს კრისტიან დანიელსონთან, რომ უკვე დროა, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა დოკუმენტი დაიდო პირველი და რაზე თქვა „ქართულმა ოცნებამ“ უარი, რომ გამოვაცალოთ საფუძველი „ქართულ ოცნებას“ სპეკულაციის. ისინი სპეკულირებენ, რომ თითქოს, რაიმე ხელშესახები შესთავაზეს მეორე მხარეს. აქ მეორე მხარეს, ოპოზიციას არაფერი არ უნდა მოლაპარაკებებიდან გარდა იმისა, რომ ქვეყანაში დასრულდეს ეს ქაოსი, მოხდეს სერიოზული რეფორმირება სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის და ის ექვსივე პუნქტი შესრულდეს, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა დატოვა. ალბათ, დრო არის, რომ ამ მეორე რაუნდის მერე, ამას შევათანხმებ დანიელსონთან, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ იმ პუნქტებთან მიმართებაში, რაზეც იყო საუბარი ამ ხნის განმავლობაში”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

magti 5g