LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავიდიჩმა გიორგი თევზაძის შვილისთვის ვიდეო გადაიღო (ვიდეო)

308

ქართველი მრბოლელის გიორგი თევზაძის ხსნოვის საპატივცემულოდ არაერთი ვიდეო გადაიღეს. ძნელია დაასახელო მათ შორის საუკეთესო, თუმცა, დავიდიჩის მიერ გადაღებული ვიდეოები განსაკუთრებით საინტერესოა.

ერიკ დავიდიჩი ცნობილი რუსი მრბოლელი და შოუმენია. ერთ-ერთი შოუსთვის ის საქართველოშიც იმყოფებოდა და სწორედ აქ გაიცნო გიორგი თევზაძე და დროთა განმავლობაში ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. გიორგის გარდაცვალების შემდეგ, მან რამდენიმე ვიდეო მისი ხსოვნის საპატივცემულოდ გადაიღო.

ერთ-ერთი ბოლო ვიდეო, რომელიც დავიდიჩმა გაავრცელა ასე სათაურდება ”გიორგი თევზაძის ოცნება”. ეს ვიდეო ერიკმა გიორგის მცირეწლოვან შვილს უსახსოვრა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მრბოლელი ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები