LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით არახამია: რუსეთის ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ გამოცხადებას ნენსი პელოსი დამპირდა

115
არახამია

უკრაინის ვერხოვნა რადაში უმრავლესობის ლიდერმა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი შეჰპირდა რუსეთის გამოცხადებას ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ.

როგორც არახამიამ 18 ივნისს აშშ-ში ყოფნისას, Fox News-ის ტელეეთერში განაცხადა, შესაბამის რეზოლუციას კონგრესი სავარაუდოდ ოთხშაბათს უყრის კენჭს, შემდეგ კი ის სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეგზავნება.

არახამიას თქმით, ამ რეზოლუციის მნიშვნელობაზე საუბრისას, არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი გარკვეულწილად ახერხებს მისთვის დაწესებული მკაცრი სანქციების გვერდის ავლას. თუკი აშშ-მა რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნო, ეს მოსკოვს უკიდურესად გაურთულებს სანქციებისთვის გვერდის ავლას, დასძინა არახამიამ.

Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა კიევი მოამარაგოს HIMARS-ის სისტემებით („მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა“), რათა უკრაინამ შეძლოს რუსეთის არმიისთვის ქმედითი წინააღმდეგობის გაწევა. მისი თქმით, ამის თაობაზე უკრაინას ჯერჯერობით არ მიუღია დაპირება.

„ჩვენთვის იარაღი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული,“ თქვა დავით არახამიამ.

რადიო თავისუფლება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g