LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ჭიჭინაძე ღარიბაშვილზე: მისი ადგილი ჰააგის ტრიბუნალზეა… 2003 წლის ასე დაკნინება კიდე, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნების მცდელობა

166
დავით ჭიჭინაძე

პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება, რომელიც მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაავრცელა.

დავით ჭიჭინაძის შეფასებით, 2003 წლის დაკნინება სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნების მცდელობა. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილი ჰააგის ტრიბუნალზეა.

„კაცი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, თავდაცვის მინისტრი, ორჯერ პრემიერი და ის თუ არ იცის, რომ მხუთავი გაზი არის მკვლელი და საერთაშორისო კონვენციით აკრძალული ჯერ კიდე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და ამის გამოყენებას მართლა ფიქრობდა ადამიანების წინააღმდეგ, ჰააგის ტრიბუნალზეა მისი ადგილი!

2003 წლის ასე დაკნინება კიდე, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნების მცდელობა. მივდივართ კიდეც 90-იანებისკენ, ისეა ჩამოშლილი ყველაფერი და ადამიანებს საკუთარი ბედის ანაბარა შეტოვებული“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილი უკვე მეექვსე დღეა ციხეში შიმშილობს.

ღარიბაშვილი: სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, “ნაციონალურ მოძრაობაში” შფოთავენ

„ნარკოტიკები“, „ქურდული შემოპარვა“ და ძალაუფლების წყურვილი – ღარიბაშვილის ვერსიები სააკაშვილის დაბრუნების მოტივებზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g