დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 60%-იანი წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ ინფორმაცია იურისტმა, მოძრაობა “ლელოს” წევრმა კახა კოჟორიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. კოჟორაძის განცხადებით, მათი სარჩელის მიზანია, მათ დაიბრუნონ ის, რაც წაართვეს.
“რუსთავი 2”-ის ყოფილმა ჟურნალისტებმა ნოდარ მელაძემ და ნანუკა ჟორჟოლიანმა არხის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი არხის ახალ მენეჯმენტს სამსახურიდან გათავისუფლების გამო ედავებიან და შრომითი ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ. არხის ყოფილი “სახეების” თქმით, მათი გათავისუფლება უსაფუძვლო და არაკანონიერია, გადაწყვეტილების მოტივი კი ანგარიშსწორებაა. “ეს არის პირველი დავა, რომელსაც “რუსთავი 2”-დან გამოშვებული ადამიანები დავიწყებთ. დავისთვის ემზადება ყველა ის ჟურნალისტი […]
„ეს არის ბრძოლა ყველა ჟურნალისტის უფლებებისთვის" - ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ს სასამართლოში უჩივიან
დვალისა და აქიმიძის მოპასუხე ქიბარ ხალვაში იქნება, რომელიც ტელეკომპანიის მესაკუთრეა. გარდა ამისა, მოპასუხე მხარე იქნება პაატა კარსანიძე. ოფიციალურად სწორედ მან შეიძინა 2004 წელს ორი თანადამფუძნებლის წილი და ერთ დღეში გაყიდა.
“რუსთავი 2-ს მე ვუყურებ ისე, როგორც მშობელი უყურებს შვილს და უნდა, რომ იყოს ბედნიერი და თავისუფალი”, — ეს სიტყვები თქვა დავით დვალმა 2019 წლის 26 ივლისს პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ზუსტად ეს განწყობა ჰქონდა აქიმიძეს. მათ უარი თქვეს ხალვაშის შეთავაზებაზე და არ წავიდნენ გარიგებაზე. პარლამენტში შეხვედრას ვესწრებოდი. მათმა სიტყვებმა და ამ პრინციპულმა დამოკიდებულებამ სამართლებრივი დახმარების სურვილი გამიჩინა. ისინი დააზარალა ორმა ხელისუფლებამ – ერთმა წაართვა რუსთავი 2, მეორემ კი მიზანმიმართულად არ გამოიძია და არ დაუბრუნა. მათთან ერთად მთელი საზოგადოება დავზარალდით. 2004 წლიდან გასული იყო 15 წელი და ორი ხელისუფლების გაფუჭებული საქმიდან იურიდიული გამოსავალი არ ჩანდა”, — წერს კოჟორიძე.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=3070766932950032&set=a.101795813180507&type=3&theater
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს 17 ოქტომბერს, 15:00 საათზე შეიტანენ.