LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გადელია: “ნუ დაიჯერებთ ჭორებს, რომ “ჯანდაცვის მინისტრები მილიონებს აკეთებენ!”… თვეში 5 000 ლარი არცერთი გამორჩეული, მოთხოვნადი ექიმისთვის არაა საოცნებო ხელფასი”

868
BeFunky-collage

რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ ოფისში დანიშნულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მინისტრობის 30 თვის თავზე, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. 9 დეკემბერს, ტიკარაძემ ისაუბრა მინისტრობის პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებზე, წარმატებულ პროექტებზე და ბოლოს დაამატა, რომ როგორც პრემიერთან, ისე პარტიის თავმჯდომარესთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ, გადაწყდა, რომ საქმიანობას  პარტია „ქართულ ოცნებაში“, პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

ეკატერინე ტიკრაძის გადაწყვეტილებასა და მის შემცვლელთან დაკავშირებით გამოთქმულ განცხადებებს, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი ეხმიანება სოციალურ ქსელში.

დავით გადელია ამავე პოსტში აფიქსირებს საკუთარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ადამიანს უნდა ეკავოს ქვეყანაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტი.

პანდემიის წარუმატებელი მართვა თუ დაპირისპირება პრემიერთან – რატომ გადადგა ჯანდაცვის მინისტრი

“დიდი ხანია, ვფიქრობდი” – ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ დატოვა თანამდებობა

“დიდი სურვილი მაქვს ჩემი ქვეყნის მოქალაქეებში გაიფანტოს მაღალი თანამდებობების მიმართ მაგიური ზემოქმედებითი გავლენა და აღარ გვქონდეს ლამის ირაციონალური პატივისცემა და რიდი (ოცნებასაც არ ვწერ, რადგან ზოგისთვის ის ოცნების მიღმაცაა) “თანამდებობის პირებისადმი”.

მოგეხსენებათ, ახლა განთავისუფლდა ჯანდაცვის (მოკლედ ვამბობ) მინისტრის თანამდებობა და არის ერთი ამბავი- გამოკითხვები და მარჩიელობა-ვის დააყენებენ, ვის დანიშნავენ იქ, “ზევიდან”!?

მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მინისტრად დანიშვნა ჰგონია ოლიმპოზე, ღმერთების რანგში აყვანა. სრულიად ჩამორჩენილი შეხედულებაა! არის კი ასეთი მიმზიდველი მინისტრობა? განსაკუთრებით, ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს და თანამემამულეებს მივმართავ და მათ მინდა ჰქონდეთ სწორი, გამართული ხედვა.

ფინანსური თვალსაზრისით: ვნახე მინისტრის ხელფასი (საჯარო ინფორმაციაა), 3500 ძირითადი+2700 ლარი დანამატი. ეს დარიცხული და ჯამში, თვეში ხელზე გამოსდით 5000 ლარის ფარგლებში. ნუ დაიჯერებთ ჭორებს, რომ “ჯანდაცვის მინისტრები მილიონებს აკეთებენ!” თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 14-15 წელია ასეთი რამ არ მომხდარა და იმედი- რომ არასდროს მოხდება! ეს ჭორები მართალიც რომ იყოს, “თქვენ” ხომ არ ხართ ასეთი! “თქვენ” რომ დაგნიშნონ, ხომ არ მოიპარავთ ფულს და იქნებით ამ ხელფასის ამარა? ჰოდა უნდა გითხრათ, რომ თვეში 5000 ლარი არცერთი გამორჩეული, მოთხოვნადი ექიმისთვის არაა საოცნებო ხელფასი.

მინისტრი ავტომობილის გარეშე - რა ქონებით მოვიდა და ტოვებს პოსტს ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრობიდან 9 დეკემბერს გადადგა - ოფიციალურად, თანამდებობაზე მიმდინარე წლის ბოლომდე რჩება. 

არც კარგი მენეჯერისთვისაა ეს თანხა რაღაც საოცარი. ამიტომ, ჩემი აზრით, არცერთი გამორჩეული ექიმი, ან მაგარი მენეჯერი არ წავა ამ ეფემერულ, არასტაბილურ სამუშაოზე, სადაც დღე და ღამე უნდა იმუშაო, ძილშიც ფიქრისგან თავი გტკიოდეს და მაინც მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილო გყავდეს და ორშაურად გაგინებდეს დედას! ოპოზიციაზე არაფერს ვამბობ… ამ ფასად არ ღირს ნამდვილად!

ამიტომ, ვინ უნდა წავიდეს ამ თანამდებობაზე? როგორაა სხვაგან? ცხადია პოლიტიკოსი! ადამიანი ვისაც აქვს ამ მიმართულებით პოლიტიკის წარმოების ვალდებულება, თავისი გუნდის წინაშე. აქ კარგი ექიმობა ან რაიმე სენტიმენტები გამორიცხულია. მეტიც- სასაცილოც! ისე, გულახდილად რომ ვთქვათ- არც ექიმობაა აუცილებელი, მაგრამ კონსერვატორები ვართ ექიმები და მაინცდამაინც არ გვიყვარს, როცა მინისტრი სხვა პროფესიისაა (მგონი სულ 1 შემთხვევა იყო ჩვენთან).

მთავარი და შეიძლება ერთადერთიც, რაც მოეთხოვება მინისტრობის კანდიდატს, არის სისტემური აზროვნება. სასურველია, მთელი სისტემა დეტალებში ჰქონდეს წარმოდგენილი. აუცილებელია ასევე, რომ მინისტრი ეთანხმებოდეს არსებულ სისტემას, ან თუ თვლის რომ სისტემა (ამ შემთხვევაში ჯანდაცვის) შესაცვლელია – წინასწარ წარმოადგინოს შეცვლის კონცეფცია.

პ.ს. ერთ-ერთ საიტი ეკითხებოდა მკითხველს- ვის ისურვებდა ჯანდაცვის მინისტრად. აბსოლუტური უმრავლესობის პასუხი ისეთი იყო, რომ ისევ დავრწმუნდი დიდ სიბრძნეში: ძალიან ბევრ ხალხს ერთდროულად, ჭკუა არ უნდა მოჰკითხო!”, – წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.

გუნდში არის კონსულტაციები, ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურა წლის ბოლომდე შეირჩევა – კობახიძე

სერგო ჩიხლაძე: “კარგი პროფესიონალიც რომ დანიშნოს „ოცნებამ“, რისი დიდი ეჭვიც მაქვს, დიდი მნიშვნელობა ექნება მთელი სამთავრობო გუნდის მხარდაჭერას”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები