LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავით გარეჯა არ არის ალბანური, გარეჯა ჩვენია!” – გიდების აქცია

698
gareji

„დავით გარეჯა არ არის ალბანური კულტურის და რელიგიის კერა! გარეჯა ჩვენია!“ – ამ შინაარსის პლაკატებით მივიდნენ გიდები თბილისში აზერბაიჯანის საელჩოსთან.

გიდები ითხოვენ, რომ მოხდეს ტერიტორიის დემარკაცია და  ოფიციალურად გაფორმდეს და დადგინდეს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა. მათივე თქმით, არსებობს საზღვრის განმსაზღვრელი მარკირება, თუმცა სადავო ტერიტორიად რჩება ისტორიული დავით გარეჯის ტერიტორია.

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა დილიდან გახსნილია. ადგილზე კვლავ შეინიშნებიან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, თუმცა მათ ბილიკები აღარ გაჰყავთ და მომლოცველებიც თავისუფლად გადაადგილდებიან. დავით გარეჯის ტერიტორიაზე იმყოფებიან ქართველი მესაზღვრეებიც.

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა

მომლოცველებს და სასულიერი პირებს გადაადგილების საშუალება დილიდან მიეცათ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ. ოფიციალური ბაქო მზადაა საზღვრის დელიმიტაციის პროცესი შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდეს.

მანამდე არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) თქვა, რომ უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანთან საზღვრების საბოლოოდ დადგენა მოითხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები