„ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთ მკვეთრ ქირურგიულ ჩარევებს არ მივიღებთ -კანონი მიღებულია, ვეტოს დავძლევთ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა დავით კაჭარავამა განაცხადა.
აღნიშნულით კაჭარავა გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს“.
კაჭარავას თქმით, ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და ემუქრებიან სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ გამჭვირვალეობის შესახებ კანონი მიიღეს, რაც მისი შეფასებით, „შანტაჟი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა”:
„მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელი რაღაც ხდება – ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და ემუქრებიან სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ გამჭვირვალეობის შესახებ კანონი მივიღეთ. ეს არის შანტაჟი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც მიუღებელია.
ჩვენ არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას არ ვაპირებთ. ჩვენი ქვეყნის ისტორია გვასწავლის, რომ ბევრმა ადამიანმა თავისი ქვეყნისთვის თავი გასწირა. ამიტომ, ჩვენ ეროვნული პოზიცია გვიჭირავს, ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ.
ირმა ზავრადაშვილი: „ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ, მზად ვართ ყველანაირი სანქციებისთვის, მეც და ჩემი ოჯახიც“
„მშვიდად იყავით, საქართველო გაიმარჯვებს.. სჯობს შეშფოთება იმაზე გამოთქვათ, რაც მუქარა იყო ჩვენი ქვეყნის პირველ პირთან დაკავშირებით“.
მზად ვართ, ეს გზა გავაგრძელოთ. მთავარია, რომ ჩვენ მართლები ვართ და ბოლომდე ასე ვივლით. მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი კანონპროექტების მიღება ხდება და ჩვენს ქვეყანაში ქირურგიულ ჩარევებს არ მივიღებთ. გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ვეტოსაც დავძლევთ და წინ გადავდგამთ ნაბიჯებს.
სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული და არა შანტაჟზე. მზად ვართ, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე და არა შანტაჟზე. სანქცირებით ვერავის შეაშინებენ, ჩვენ არ გავცვლით და არ ვივაჭრებთ ქვეყნის ინტერესებით. თითოეული ჩვენგანი მზად ვართ, რომ საქართველოს ინტერესები დავიცვათ. თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ, მათი საქმეა”. – განაცხადა დავით კაჭარავამ.