LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირკიტაძე: „პრეზიდენტი ზელენსკი არ არის ადამიანი, რომელიც ისე უბრალოდ აკეთებს განცხადებებს, 1 წლის განმავლობაში მან სხვა წონა და გავლენა შეიძინა სამყაროში“

157
BeFunky-collage (1)

„ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რადგან ის არის მთავარსარდალი, ფრონტის წინა ხაზზეა, ბოროტებასთან ბრძოლის წინააღმდეგ,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას.

როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ შურისძიებით არის დაბრმავებული.

„პრეზიდენტი ზელენსკი არ არის ადამიანი, რომელიც ისე უბრალოდ აკეთებს განცხადებებს. განსაკუთრებით, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში მან სხვა წონა და გავლენა შეიძინა სამყაროში. ესეც რომ არ იყოს, მანამდე თქვენ გახსოვთ ევროპარლამენტარების მოწოდებები და თხოვნები.

სრულიად გაუგებარი და აუხსნელია ყველა ნორმალური ადამიანისთვის, 21-ე საუკუნეში იმაზე საუბარი, რატომ უძალიანდება საქართველოს ხელისუფლება, ადამიანის გადარჩენას, რატოა ამის წინააღმდეგი. „ქართული ოცნება“ არის დაბრმავებული შურისძიებით.

დედამიწაზე არავინ, მათ შორის ყველაზე ცივსისხლიანმა პუტინმაც კი, როცა დაინახა რა დღეში იყო მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, გაუწია ანგარიში და გადაიყვანეს გერმანიაში სამკურნალოდ.

ვერავინ ვერ ხვდება ჩვენს თავს რა ხდება, ჩვენ კაცთმოყვარე ერი ვართ და არასდროს არ ვყოფილვართ მკვლელი ერი. წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენს თავს.

დავით კირკიტაძემ „დღის თემა“ ეთერში უკრაინის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი პოზიცია და ეს არ ნიშნავს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.

„რა შუაშია ვის რა უფლება აქვს დღეს მსოფლიოში? წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში. საუბარი ხომ არ არის ადამიანის პოლიტიკურ ცხოვრებაზე ან პოლიტიკურ მომავალზე? ჩვენ ვსაუბრობთ სიცოცხლეზე…ყველას აქვს უფლება, მათ შორის მე რატომ არ მაქვს უფლება, რომ ვხედავდე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მსგავს უსამართლობას გამოვთქვა მოსაზრება?

ხო ხვდებით რა დონის აბსურდთან გვაქვს საქმე? იმდენად არიან დაბრმავებული და შეპყრობილი შურისძიებით, რომ მზად არიან ადამიანის მკვლელობაზე ხელი მოაწერონ.

ღმერთმა არ დამიყვანოს ამ დონემდე არც მე და არც არავის არ ვუსურვებ. როგორ შეიძლება ასე დაკარგო ადამიანმა სახე.

ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ პოლიტიკურ ცვლილებებზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანი ისეთ მდგომარეობაშია, ნებისმიერ მომენტში შეიძლება დადგეს ლეტალური შედეგი.

არავინ არ მოითხოვს, რომ მათ მიერ შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმეები დახურონ, მოვითხოვთ, რომ ადამიანი გადარჩეს და მოხდეს გადაყვანა იმ გარემოში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.

„ვივამედში“ საკუთარი ფეხით შევიდა ეს კაცი და საკუთარი საბადრაგო სამსახური ვერ ახერხებს მის სასამართლომდე მოყვანას იმდენად მძიმე მდგომარეობაშია,” – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ „ფორტუნას“ ეთერში საკუთარი და პარტიის სხვა მოშიმშილე წევრების მდგომარეობაც შეაფასა და აღნიშნა:

„ჩემთან და თემურ ჯანაშიასთან შედარებით ანი წითლიძე სუსტად არის. იყვნენ ექიმები, აიღეს ყველას ანალიზები. ანის აქვს სისუსტე, წონის კლება, ჩვენთან ისეთი არაფერი, წნევის დავარდნა და რაც თანამდევია შიმშილობის ის აღგვენიშნება.

მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, რა ხდება მიხეილ სააკაშვილის თავს.

მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ არის გულგრილი აღნიშნულის მიმართ,“ – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ სამი დეპუტატი – დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია პარლამენტში პროტესტის ნიშნად შიმშილობას აგრძელებენ.

კირკიტაძე და წითლიძე მე-6 დღეა შიმშილობენ, ჯანაშია კი მე-5 დღე. ისინი პროტესტის ამ ფორმით მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გადაყვანას მოითხოვენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ მოთხოვნით თავდაპირველად, 15 დეკემბერს პარლამენტში, დეპუტატებმა – ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა დაიწყეს, თუმცა აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა.

მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა.

ამავე თემაზე:

გიული ალასანია: ძალიან გამახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ, საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული მიშიკოს ჯანმრთელობის შესახებ

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომელიმე ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანება – თუ ზელენსკის განცხადება თხოვნაა, მას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი“: სამხარაძე

დღეს, როდესაც კიევი იბომბება რუსული რაკეტებით, ზელენსკი მოუწოდებს „ოცნების“ ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ: ნიკა მელია

ნიკა მელია: ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა მიიღოს, ხელისუფლება ზელენსკის თხოვნას შეასრულებს, თუ კრემლის დირექტივას

მდინარაძე: სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია, დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, მისი შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

სარჯველაძე: ზელენსკის გარემოცვაში ბევრი ადამიანია, რომელსაც სააკაშვილთან კონკრეტული ინტერესი აქვს – უკრაინის პრეზიდენტი საქმეებში კარგად ჩახედული ვერ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g