LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, როდესაც კიევი იბომბება რუსული რაკეტებით, ზელენსკი მოუწოდებს „ოცნების“ ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ: ნიკა მელია

169
ნიკა მელია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ევროპაში ან ამერიკაში სამკურნალოდ გადაიყვანონ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება.

მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას არამხოლოდ, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, არამედ ევროპის საბჭო, მეგობარი ქვეყნის და აშშ-ს წარმომადგენლები მოუწოდებენ.

„დღეს, როდესაც კიევი იბომბება რუსული რაკეტებით, ათასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება საერთო თავისუფლებისათვის ბრძოლას, ქვეყნის გმირი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავისი ყოველდღიური მიმართვისას საკითხის არსებითი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საგანგებოდ მოუწოდებს ოცნების ხელისუფლებას გამოიჩინონ კეთილი ნება და მისცენ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საშუალება უკრაინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში.

ოცნების ხელისუფლებას ამ ნაბიჯისკენ მოუწოდებს ევროპის საბჭო და ყველა მეგობარი ქვეყანა, მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატები და ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი.

თუ ჩვენ გვინდა ევროპა, არჩევანი მარტივია; თუ ჩვენ გვინდა ქვეყნის თავისუფლება, არჩევანი არის მარტივი; თუ ჩვენ გვინდა ისტორიის სწორ მხარეზე ყოფნა – არჩევანი არის ერთადერთი – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.

დრო არ ითმენს, საქართველოში არ უნდა განმეორდეს 1993 წლის 31 დეკემბრის ტრაგედია. ახალ წელს ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ, ევროპისაკენ და არა უკან, რუსული სიბნელისაკენ, რადგან დღეს გვაქვს დიდი შანსი და საერთაშორისო პარტნიორების უპრეცედენტო თანადგომა – აღმოვჩნდეთ ისტორიის სწორ მხარეს და ვიაროთ წინ, ევროპული მომავლისა და განვითარებისაკენ.

სულ მალე გადამწყვეტი იქნება თითოეული ადამიანის სწორი და პრინციპული სამოქალაქო პოზიცია!

ძალა ერთობაშია!“, – წერს ნიკა მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g