LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარჯველაძე: ზელენსკის გარემოცვაში ბევრი ადამიანია, რომელსაც სააკაშვილთან კონკრეტული ინტერესი აქვს – უკრაინის პრეზიდენტი საქმეებში კარგად ჩახედული ვერ არის

163
სარჯველაძე ზელენსკიზე

„შეიძლება, სწორად ვერ აღიქვამდეს ან არ ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია. ვიცით, ბევრი ადამიანია იქ, მათ შორის ზელენსკის გარემოცვაში, რომელსაც მიკერძოებული, კონკრეტული ინტერესი აქვს სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

აღნიშნულით სარჯველაძე გამოეხმაურა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებისადმი მოწოდებას, დაიცვან სააკაშვილის სიცოცხლე და სამკურნალოდ თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ან ამერიკაში გადაიყვანონ.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვერ არის კარგად ჩახედული საქმეებში, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილს ბრალდება აქვს წაყენებული და როგორ მიმდინარეობს საპატიმრო პროცედურები.

დეპუტატის თქმით, შესაძლოა, სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

დღეს, როდესაც კიევი იბომბება რუსული რაკეტებით, ზელენსკი მოუწოდებს „ოცნების“ ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ: ნიკა მელია

„საუბედუროდ, რა მდგომარეობაც არის უკრაინაში, ეს ალბათ განაპირობებს იმას, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვერ არის კარგად ჩახედული საქმეებში, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილს ბრალდება აქვს წაყენებული, მსჯავრდებულია და როგორ მიმდინარეობს საპატიმრო პროცედურები მასთან მიმართებით.

შეიძლება, არასწორი ინფორმაცია აქვს მიწოდებული და საკითხს არასწორად ხედავს. შესაძლოა, მსგავსი მოწოდების მიზეზი ეს არის.

თუ რამეა შეუფერებელი და არასათანადო, ეს არის უკრაინის მოქალაქის და უკრაინაში თანამდებობის პირის, მიხეილ სააკაშვილის ჩამობრძანება, საზღვრის გადმოკვეთა და ინსინუაციები, მაგალითად, არაჟნები და ჩანაწერები, თითქოს გატაცებას აქვს ადგილი და მსგავსი ტიპის სიმულაციები. თუ რაიმეა შეუფერებელი და რეპუტაციისთვის დამაკნინებელი, ეს თავად სააკაშვილის მოქმედებებია.

შეიძლება, სწორად ვერ აღიქვამდეს ან არ ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია. ვიცით, ბევრი ადამიანია იქ, მათ შორის ზელენსკის გარემოცვაში, რომელსაც მიკერძოებული, კონკრეტული ინტერესი აქვს სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით.

ამიტომ, პირადად მე არ მიკვირს, რომ ზელენსკის არასწორი ინფორმაცია და არასწორი შეხედულებები ჰქონდეს.“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g