LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: ძალიან გამახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ, საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული მიშიკოს ჯანმრთელობის შესახებ

220
Untitled design (3)

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას, რომლითაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მოუწოდა, სააკაშვილის დედა – გიული ალასანია ეხმიანება.

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცავით სააკაშვილის სიცოცხლე…ძალიან გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში” – ზელენსკი

როგორც გიული ალასანია აღნიშნავს, უკრაინა სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ კარგად არის ინფორმირებული:

„ძალიან გამახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ, საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული მიშიკოს ჯანმრთელობის შესახებ, ყველაფერი დეტალურად იცის.

ეს უკვე ყველამ იცის და ზელენსკიმ, მით უმეტეს, იცის და უკრაინულმა მხარემ ეს ძალიან კარგად იცის.

რაღა არის სპეკულაცია, ვერ გავიგე, ყველა ექიმის დასკვნები დევს, აბა, რომელია მაშინ სანდო? უსათუოდ ამათი განცხადებაა, ვიღაც ერთეულების, რომლებიც საერთოდ არანაირ კავშირში არ არიან მედიცინასთან, თუ იმ ექიმების?”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გადაიყვანონ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ან ამერიკაში. მისივე თქმით, ის რაც დღეს სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტებაა.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:

დღეს, როდესაც კიევი იბომბება რუსული რაკეტებით, ზელენსკი მოუწოდებს „ოცნების“ ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ: ნიკა მელია

ნიკა მელია: ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა მიიღოს, ხელისუფლება ზელენსკის თხოვნას შეასრულებს, თუ კრემლის დირექტივას

მდინარაძე: სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია, დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, მისი შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

სარჯველაძე: ზელენსკის გარემოცვაში ბევრი ადამიანია, რომელსაც სააკაშვილთან კონკრეტული ინტერესი აქვს – უკრაინის პრეზიდენტი საქმეებში კარგად ჩახედული ვერ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g