LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მათიკაშვილი: დაახლოებით 300 000 ადამიანი არ იღებს ჩიპიან ID ბარათებს თავიანთი იდეური შეხედულებების გამო და ეს ხალხი თავისი კონსტიტუციური, საარჩევნო ხმის უფლების გამოყენების გარეშე არ უნდა დარჩეს

135
BeFunky-collage (2)

დაახლოებით 300 000 ადამიანი არ იღებს ჩიპიან ID ბარათებს თავიანთი იდეური შეხედულებების გამო და ამის გამო ეს ხალხი თავისი კონსტიტუციური, საარჩევნო ხმის უფლების გამოყენების გარეშე არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადამიანები კონსტიტუციური, საარჩევნო ხმის უფლების გამოყენების გარეშე არ უნდა დარჩნენ.

„უფასოდ ID ბარათის გაცემა რომ იყოს გამოსავალი, ეს საკითხი განულებული იქნებოდა. ანუ, არის კატეგორია ადამიანების, რომელიც თავისი იდეური შეხედულებებით არ იღებენ ჩიპიან ბარათებს. უბრალოდ არ იღებენ და აქვთ ის პლასტიკური ბარათები, რომელიც არის თავის დროზე გაცემული და ჯერ კიდევ ძალაშია, არსებული ქართული კანონმდებლობით. ეს არის ერთი მოცემულობა. მეორე მოცემულობა არის ის, რომ ჩვენ, ჩვენმა პარტნიორებმა, ვენეციის კომისიამ, ეუთო/ოდირმა, სხვადასხვა დასკვნებში, სხვადასხვა დროს გვითხრეს, რომ არ უნდა დავტოვოთ მოქალაქეები საარჩევნო ხმის გარეშე. ეს პრინციპში, მათი კონსტიტუციური უფლებაცაა და მათ რომ არ ეთქვათ, ამის უზრუნველყოფის ვალდებულება ჩვენ ისედაც გვაქვს. ეს არის დაახლოებით 300 000 ადამიანი, როგორც დათვლილია. აქედან არჩევნებში აქტიურად მონაწილე რამდენი იქნება, შეიძლება იყოს ნახევარი ან ამაზე ცოტა ნაკლები. მაგრამ ადამიანები კონსტიტუციური, საარჩევნო ხმის უფლების გამოყენების გარეშე არ უნდა დარჩნენ. თუმცა, აქ არის დათქმა, რომ თუ კი შემოგვთავაზებთ უკეთეს ვარიანტს და არა ის, რომ უფასოდ გავცეთ ჩიპიანი ბარათები, ჩიპიან ბარათებს ისედაც არ იღებს ეს ხალხი, თუ უკეთეს ვარიანტს შემოგვთავაზებთ, ისეთს, რომ ჩვენ არ დავტოვოთ ეს ხალხი ხმის გარეშე, ჩვენ წავყვებით ამ ვარიანტს და მივიღებთ ამ წესს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები