„რადიკალებს თვითმმართველობის არჩევნებზე ნულოვანი შანსი აქვთ, საერთო კანდიდატებზეც კი ვერ შეთანხმდნენ, ერთადერთი, რაც აერთიანებთ, ქვეყნის სიძულვილია“, – ამის შესახებ„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არანაირი შანსი არ აქვს, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ აღუდგეს:
„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა
„რეალურად, რადიკალებს აქვთ ნულოვანი შანსი თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს მათაც ძალიან კარგად იციან. იციან, რადგან ვერ შეთანხმდნენ საერთო კანდიდატებზე, „ქართული ოცნების“ კანდიდატებს რომ საპირწონედ დაუყენონ. დღეს იკრიბებიან უცხოეთში, სურვილი აქვთ, რომ იმსჯელონ ამ საკითხებზე და ვინ?
გიორგი გახარია, რომელიც გაქცევით და ღალატით არის ცნობილი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც წარმოადგენს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ განშტოებას. მეორე მხრივ, „ლელო“, თაღლითების და „ნაცმოძრაობასთან“ არსით დაკავშირებული პირების პარტია. შეგვიძლია, ერთადერთი ვთქვათ, რაც აერთიანებთ ამ ძალებს, არის საკუთარი ქვეყნის სიძულვილი.
„თბილისელებმა ვაკის პარკის შადრევანს სამართლიანად შეარქვეს „მკვლელი შადრევანი“ – სასწრაფოდ ამოიღეთ შადრევნის კადრი პროპაგანდისტული კლიპიდან“ – გიორგი შარაშიძე „ქართულ ოცნებას“
აღნიშნულით შარაშიძე, „ქართული ოცნების“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლს გამოეხმაურა, რომელიც ომსა და მშვიდობას შეეხება.
2012 წლიდან დღემდე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მუდმივად ცდილობს საქართველოში არჩევნების დროს იმგვარ პროცესებში ჩაერთოს, რაც იქნება არალეგიტიმური და დაეხმარება, მათივე აზრით, ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოსვლას. ეს ყველაფერი დღემდე იყო აბსოლუტურად შეუძლებელი, ასე იქნება დღესაც და მომავალშიც. მათ არანაირი შანსი არ აქვთ, რომ წინ აღუდგნენ ქართველ ხალხს საკუთარი ნების გამოვლენისას.
ძალიან მარტივი მაგალითია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც, ამ დოზით დახმარების მიუხედავად, მათ ვერ მოახერხეს ქართველი ხალხის ნებაზე ზეწოლა. ჩვენმა საზოგადოებამ სწორედ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც სჭირდება ჩვენ ქვეყანას“. – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
⭕⬇ აღნიშნულით თბილისის მერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია მას კორუფციაში…
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Tuesday 12 August 2025