LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მათიკაშვილი: „საქართველოში შემოდინებული თანხები უნდა იყოს გამჭვირვალე, უცხოეთიდან მომდინარე თანხები, მას გრანტს დაარქმევენ თუ სხვა ფორმით გადაწყვეტენ, შემოაპარონ ჩვენს ქვეყანაში, არა იმ „კეთილი“ მიზნებით, რაც სათაურად აქვს ხოლმე, არამედ, აბსოლუტურად სხვა მიზნებით – ეს ყველაფერი არაერთხელ დადასტურდა“

117
დავით მათიკაშვილი

საქართველოში შემოდინებული თანხები უნდა იყოს გამჭვირვალე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არაერთხელ დადასტურდა, რომ უცხოეთიდან მომდინარე თანხები გამოიყენება არა იმ „კეთილი“ მიზნებისთვის, რაც სათაურად აქვს მითითებული, არამედ, აბსოლუტურად სხვა მიზნებისთვის. მათიკაშვილმა მაგალითად მოიყვანა USAID-ისა და NED-ის სკანდალიც და განმარტა, რომ ყველა უცხოური თანხა, გამონაკლისების გარდა, რაც კანონპროექტში გათვალისწინებულია, საჭიროებს სათანადო ნებართვას.

„უცხოეთიდან მომდინარე თანხები, მას გრანტს დაარქმევენ თუ რაიმე სხვა ფრომით გადაწყვეტენ, შემოაპარონ ჩვენს ქვეყანაში, არა იმ მიზნებით, რა „კეთილი“ მიზნებიც ამ თანხების შემოდინებას სათაურად აქვს ხოლმე, არამედ, აბსოლუტურად სხვა მიზნებით – და ეს ყველაფერი არაერთხელ დადასტურდა, როგორც აშშ-ში USAID-ის და NED-ის სკანდალის ჭრილში, ასევე, ევროკავშირში, შესაბამისი კომისიის დასკვნებით, მონიტორინგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით. ყველა ამ გარემოებამ, ცალსახად დაადასტურა, რომ ნებისმიერი თანხა, გარდა კონკრეტული გამონაკლისებისა და ამას კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც შემოვა საქართველოში, თუნდაც გრანტის სახით, საჭიროებს სათანადო ნებართვას სახელმწიფოს ან მისგან უფლებამოსილი პირის მიერ, ხოლო, ამ პროცესზე მონიტორინგს გააკეთებს ანტიკორუფციული სამსახური.” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g