LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ქაცარავა: “ჩვენი დანაყოფის 7 მებრძოლს დაუფიქსირდა ქიმიური ინტოქსიკაცია…საუბრები იმაზე, რომ რუსები შესაძლოა ქიმიური იარაღის გამოყენებას დააპირებენ, საერთოდ არ არის საფუძველს მოკლებული”

390
1648637916_davit-qatsarava_w_h

მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც უკრაინაში იმყოფება სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ქაცარავა წერს, საუბრები იმაზე, რომ რუსები შესაძლოა ქიმიური იარაღის გამოყენებას დააპირებენ, საერთოდ არ არის საფუძველს მოკლებული.

“2 დღის წინ გოსტომელის აეროდრომზე ვიყავით შესულები.

დაბრუნების შემდეგ ჩვენი დანაყოფის 7 მებრძოლს დაუფიქსირდა ქიმიური ინტოქსიკაცია. ამ ეტაპზე ჩვენი ბიჭები მკურნალობენ და დარწმუნებული ვარ, ყველა მალე გამოჯანმრთელდება.

რუსორკებისგან ნებისმიერი ნაბიჭვრობა არის მოსალოდნელი და საუბრები იმაზე, რომ რუსები შესაძლოა ქიმიური იარაღის გამოყენებას დააპირებენ, საერთოდ არ არის საფუძველს მოკლებული.

სხვათა შორის, გაქცეულმა რუსორკებმა ძალიან ბევრი აირწინაღი დატოვეს მიმოფანტული აეროდრომის ტერიტორიაზე.

ასე რომ, ეს ნაბიჭვარი სახელმწიფო როგორც მინიმუმ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე არ იტყვის უარს.

მორდორი აუცილებლად უნდა დაიშალოს მარტივ მამრავლებად და ეს პროცესი შეუქცევადი უნდა გახდეს,” – წერს დავით ქაცარავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g