LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავით სერგეენკო ჩვენი მეგობარია, მეგობრული კონსულტაციები გვექნება“ – კობახიძე გამორიცხავს, რომ სერგეენკო ოპოზიციაში წავიდეს

219
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

„დავით სერგეენკო ჩვენი მეგობარია, მეგობრული კონსულტაციები გვექნება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად სურს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება“, – ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ დავით სერგეენკომ ოპოზიციაში გადაინაცვლოს, კობახიძემ აღნიშნა: „კი, კი, ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავ“.

„როგორც ვიცი, გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა და ამის გამო განიხილება საპროცედურო კომიტეტზე ეს საკითხი. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. კონსულტაციების გვექნება დავით სერგეენკოსთან, ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

დავით სერგეენკო ჩვენი მეგობარია, მეგობრული კონსულტაციები გვექნება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად სურს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება. ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ სექტემბერში, შევთანხმდებით დავით სერგეენკოსთან და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ეს საკითხი სექტემბერში გამოვა კენჭისყრაზე“, – აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, დავით სერგეენკო სადეპუტატო მანდატს ტოვებს.

ირაკლი ქადაგიშვილი დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზს განმარტავს

საკითხი განსახილველად შეტანილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 14 ივლისის სხდომის დღის წესრიგში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g