LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სერგეენკო: მე ვემხრობი საქართველოს ევროპულ გზას – მოვისმენ კანონის განხილვას

148
დავით სერგეენკო

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ეხმიანება და აცხადებს, რომ „ემხრობა საქართველოს ევროპულ გზას“.

როგორც მან განაცხადა, ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას ბიუროს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ დააფიქსირებს.

„ჩემი პოზიცია ცალსახაა, მე ვემხრობი საქართველოს ევროპულ გზას, რაც შეეხება კონკრეტულ კანონს, მოვისმენ განხილვას, ასე ბოდიში. ეს არ ვიცი რა, გამოვალ ბიუროდან და ჩაგეწერებით“, – აცხადებს სერგეენკო.

„უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი 9 მარტს განიხილავს და დაამტკიცებს

სალომე ზურაბიშვილი: უკიდურესად საზიანო იქნება ევროინტეგრაციის გზისათვის

magti 5g