გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, პურის მრეწველთა კავშირის და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა სექტორში არსებული ვითარების დეტალები განიხილეს, წარმოებებში დასაქმების, ბაზრების დივერსიფიცირების და ფასების რეგულაციების საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის კერძო სექტორის მხარდაჭერა პრიორიტეტია.
