LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სონღულაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

108
დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვის მიმართულებით გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობას. 

იტალიის ელჩის განცხადებით, არსებობს სრული მზადყოფნა მრავალმხრივი ეფექტიანი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g