LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით უსუფაშვილმა შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

75
დავით უსუფაშვილი

“ეს არის დოკუმენტი, რომელიც გახსნის გზას უკეთესი ცხოვრებისკენ და უკეთესი არჩევნებისკენ. ამიტომ, თუ ვინმე ელოდა, რომ ამ დოკუმენტით ცუდი ხელისუფლება კარგით შეიცვლებოდა, “ქართული ოცნება” გადასხვაფერდებოდა ან სამუშაო ოთახს დატოვებდა, ცხადია, ეს მიამიტობა იყო.” – განაცხადა პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

უსუფაშვილის განცხადებით, ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია, რადგან შეთანხმებას თავიდანვე ცოტა მომხრე და ბევრი წინააღმდეგი ჰყავდა:

“დოკუმენტზე ხელი მოაწერეს “ლელოს” ლიდერებმა პარტიის სახელით და ბუნებრივია, აქ მეც ვიგულისხმებოდი, თუმცა ვინაიდან ასე წავიდა პროცესი, რომ ინდივიდუალური ხელმოწერები გახდა გასაკეთებელი, მეც მოვედი და მოვაწერე. ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია იმიტომ, რომ შეთანხმებას თავიდანვე ცოტა მომხრე და ბევრი წინააღმდეგი ჰყავდა, პირველ რიგში მმართველი პარტიის მხრიდან.

ამ შეთანხმების აღსრულებისთვის არის ძალიან ბევრი კონკრეტული თემა და პრობლემა მოსაგვარებელი. ამისთვის საჭიროა იმ ოპოზიციური და საზოგადოებრივი ძალების ერთიანობა, ვინც ხვდება, რომ ქვეყანა არის უფსკრულის პირას და ქვეყანა სწორი მიმართულებით უნდა შემოვატრიალოთ. ამას სჭირდებოდა ეს შეთანხმება. კარგია, რომ მოიძებნა ფორმულირებები, რომელიც დასახვეწია, ბევრი იქნება ინტერპეტაცია.” – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე”საქართველოს წინსვლის გზა” ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ოპოზიციის ნაწილმა და ხელისუფლებამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

პოპულალურები