LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზალკანიანი: მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემა ისტორიული მოვლენაა, რადგან ჩვენს ქვეყანას უკვე 300 წელია, ამ მიწაზე საკუთრება არ ჰქონია

72
დავით ზალკანიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს. როგორც ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანეს ნაპირზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემა ისტორიული მოვლენაა, რადგან ქვეყანას უკვე 300 წელია, ამ მიწაზე საკუთრება არ ჰქონია.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაულს და ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას – მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანეს ნაპირზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემას. საქართველოს დაბრუნება წმინდა მიწაზე – ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა, რადგან ჩვენს ქვეყანას უკვე 300 წელია, არ ჰქონია საკუთრება ამ მიწაზე.

მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით მიმდინარე ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, საქართველოს საელჩოს, იორდანიის მხარეს, მეფე აბდულას და პრინც ღაზ ბენ მუჰამედს და ჩემს კოლეგას – აიმან ალ საფადის, მათ ამ გადაწყვეტილებით აჩვენეს ორი ქვეყნის მეგობრობის უპრეცედენტო მაგალითი. მადლობა მინდა, ვუთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისა და უშუალო ჩართულობისთვის.

საქართველოს საელჩო ამ საკითხზე 2012 წლიდან, იორდანიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტის დღიდან მუშაობს. 4 000 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე აშენდება კულტურული ცენტრი, რაც არის მართლაც სიმბოლური ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ისტორიულად, სახელმწიფოებრივი აღზევების ყველა ეტაპზე, როგორც ქრისტიანული სამყაროს კარიბჭეს, ყოველთვის ჰქონდა მისი საპატიო ადგილი წმინდა მიწაზე“, – წერს დავით ზალკალიანი.

ცნობისთვის, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა, სადაც პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. მიწის ნაკვეთი 4000 კვ.მ-ს შეადგენს.

“300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწაზე ბრუნდება” – პრემიერის განცხადებით, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ ქართული კულტურის ცენტრი აშენდება

magti 5g