საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზარდა, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის ნიშანია.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ესეც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე“, – განაცხადა დავითულიანმა.
მგზავრთა რეკორდულ რაოდენობაზე დღეს თბილისის მერმა ისაუბრა. როგორც კახა კალაძე ამბობს, დღის განმავლობაში მგზავრთა გადაყვანის ჯამური რაოდენობა მეტროსა და ავტობუსში 1 035 000-მდე იყო.
ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს