LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

DAVITULIANI – ტანსაცმლის ახალი ბრენდი უკვე ბაზარზეა (ფოტოები)

797
74496925-131343591615352-3481139837438787584-o

ბაზარზე ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი DAVITULIANI გამოჩნდა. პირველი კოლექცია ამ ეტაპზე მხოლოდ ქალებისთვისაა. როგორც ბრენდის შემქმნელი და PR მენეჯერი ანა დავითულიანი აცხადებს, DAVITULIANI-ის ტანსაცმელი თავისუფალი, თავდაჯერებული და სიცოცხლის მოყვარული ადამიანებისთვისაა.

„ასეთი ქალები, ისედაც ადვილად გამოირჩევიან საზოგადოებაში, ხოლო DAVITULIANI-ის ფერები და სტილი კიდევ უფრო თვალშისაცემს გახდის მათ ქარიზმატულობას“.

მალე ბრენდის შოუ-რუმიც გაიხსნება, მანამდე კი, მომხმარებელს, DAVITULIANI-ის სამოსის შეძენა „ონლაინ“ შეუძლიათ.

 

„თავდაპირველად, ბრენდი ყოველდღიურ და ნახევრად კლასიკურ სამოსზე გააკეთებს აქცენტს. სამომავლოდ, ვგეგმავთ მამაკაცის ხაზის შექმნასაც. ასევე, აქსესუარების ხაზის დამატებას“ – აცხადებს ბრენდის შემქნელი ანა დავითულიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g