LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავხვრიტოთ ბარემ, ან გავაციმბიროთ…“ – როგორ ეხმაურებიან მანანა მანჯგალაძე და განო მელითაური თამარ მაყაშვილის სპექტაკლებიდან მოხსნას

2295
თამარ მაყაშვილი მანანა მანჯგალაძე და განო მელითაური

თამარ მაყაშვილის მიერ „იმედში“ ბეშუმურ კაბებზე გაკეთებულ განცხადებას დიდი სკანდალი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, ბათუმის თეატრმა მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა და მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა.

ამ თემას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმიანება. მათ შორისაა ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე:

„არ ვარ თამარ მაყაშვილის გულშემატკივარი, უფრო მეტიც, მისი გამოჩენა ეთერში ჩემთვის ნიშნავს ხმაურს და  უაზრო ლაპარაკს.  ის სიტყვებიც მაშინვე მომხვდა ყურში და არ ვიცი, რა დავარქვა… ახლა ტელევიზორში ისეთ ხალხი ჩანს, თამარ მაყაშვილი კი არა, აგერ ბიბი თუ ბაბი გახდა უცებ  ნანი ბრეგვაძე…  სრული აღრევა გვაქვს ყველაფერში….  და მაინც, საზოგადოებამ აიძულა – გაითავისა თუ არ გაითავისა, ბოდიში მაინც მოიხადა. და ეს სწორი იყო საზოგადოების მხრიდანაც და მისაგანაც. ანუ თავის საქციელზე პასუხი აგო. ამის მერე გაცილებით უფრო მეტად დაუკვირდება თავის სიტყვებს და სხვებისთვისაც იქნება ეს  მაგალითი.

მაგრამ, ხალხო, სპექტაკლიდან მოხსნა რა უბედურებაა… გადაირიეთ. ეს უკიდურესობები, ეს რაღაც სახალხო სასჯელები, დავხვრიტოთ ბარემ, ან გავაციმბიროთ.

იმავე თემაზე წერს განო მელითაურიც:

„აღშფოთებულო ბულ-ერო!

ფსკერს ქვემოთ ხართ ყველა ვისაც ამაში წვლილი გაქვთ! ალბათ მეცხრე ცაზე ხართ, რომ ადამიანმა სამსახური დაკარგა!

100%-იანი მხარდაჭერა მთელ თქვენს ულამაზეს ოჯახს!

ფ ს კ ე რ ი“.

მანამდე ამასთან დაკავშირებით საკუთარი კომენტარი დაწერა პროდიუსერმა ნატო დუმბაძემაც:

„გაოგნებული ვარ მართლა, არ გამიკვირდება, კოცონი დაანთონ და დაწვან, ეს რა უბედურებაა, მართლა რა ხდება? ერთი უწყინარი ხუმრობის გამო  თამარ მაყაშვილს რა დღე დააყარეს, კომპარტიაა თუ რა ხდება, აჭარაზე  და აჭარლებზე  ვგიჟდები, მაგრამ ეს რა დამოკიდებულებაა, მართლა არ მესმის! გარიცხეს ანუ თეატრიდან? მეტს კი არაფერს აკეთებდნენ კომუნისტები! მე მაპატიეთ, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს ყოვლად მიუღებელია! თუ შეეშალა, ბოდიშიც მოიხადა!

თამარ მაყაშვილი, მიყვარხარ ჩემო ოქრო, ეს ისტორიაში ჩაიწერება!

„ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებით, თამარ მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარიდან მოიხსნა”.

მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა

მსახიობი თამარ მაყაშვილი „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის

ნატო დუმბაძე თამარ მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს: „გაოგნებული ვარ მართლა, არ გამიკვირდება, კოცონი დაანთონ და დაწვან…“

ვიდეო: რუსკა მაყაშვილი: „ეს იყო უწყინარი და დაუფიქრებელი ხუმრობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება დედაჩემისგან და ჩემგანაც მიიღებს გულწრფელ ბოდიშს!..

რუსკა მაყაშვილი: „ვინც დედაჩემს იცნობს, ის ადამიანები მიხვდნენ ამ უწყინარ, უბოროტო ხუმრობას, თუმცა კი ბოდიში აუცილებლად მოსახდელი იყო და მოვიხადეთ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g