LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაწესდება თუ არა 17 სექტემბერს საქართველოში ბებიების დღე – იდეის ავტორი 3 მიზეზს ასახელებს

430
სესილია

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხვალ, ქვეყანაში ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ.

მიმდინარე წლის მაისში საქართველოს მოქალაქე მიხეილ სახვაძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ქვეყანაში „ბებიის დღის დაწესების“ ინიციატივით მიმართა.

განცხადებაში ავტორი ქვეყანაში აღნიშნული დღის დაწესების 3 მიზეზს ასახელებს.

ამბობს, რომ ბებიის დღეს 17 სექტემბერს ცნობილი ქართველი მსახიობი ქალის სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეზე უნდა დაწესდეს.

ის აცხადებს, რომ სწორედ მსახიობმა შექმნა ქართულ ფილმებში ბებიის დაუვიწყარი სახეები.

ამასთან ინიციატივის ავტორი მიიჩნევს, რომ „ბებია და ბარაქიანი შემოდგომა – რთველი, ჩურჩხელა, თათარა ქვეყანაში მჭიდროდაა დაკავშირებული“.

მიხეილ სახვაძეს თავის განცხადებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბებიის დღის არსებობის შესახებ მცირე ისტორიული რაკურსები აქვს წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g