ლითეროთერაპევტი, ფსიქოლოგი და ჟურნალისტი, თამუნა იოსელიანი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„15.06.26 დაწვით დაფნის ფოთოლი ახალმთვარეობაზე – რათა გახსნათ გზა სიუხვისკენ ![]()
15 ივნისის ახალმთვარეობა ძლიერი ენერგიის პერიოდია. ეს არის დრო, როდესაც სასურველია ახალი ფინანსური განზრახვების ჩადება, ძველი შიშებისგან გათავისუფლება და ფულის ენერგიისთვის სივრცის გახსნა. დაფნის ფოთოლი უძველესი დროიდან იღბლის, გამარჯვების, კეთილდღეობისა და სიუხვის სიმბოლოდ ითვლებოდა.
რა უნდა გააკეთოთ:
აიღეთ ერთი დაფნის ფოთოლი და ზედ დაწერეთ თანხა, რომლის მიღებაც გსურთ.
დაწერეთ მკაფიოდ, მშვიდად და თავდაჯერებულად. წარმოიდგინეთ, რომ ეს თანხა უკვე თქვენს ცხოვრებაში შემოდის.
შემდეგ წარმოთქვით:
„ახალმთვარეობის ძალით ვხსნი გზას ფულის, იღბლისა და სიუხვისთვის.
დაე, სასურველი თანხა მარტივად, სწრაფად და ჩემი უმაღლესი სიკეთისთვის მოვიდეს ჩემთან.
ჩემი ფინანსური შესაძლებლობები იზრდება.
ფულისკენ მიმავალი გზა გახსნილია.
ასე იყოს!“
სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ფრთხილად დაწვით დაფნის ფოთოლი, ხოლო ფერფლი ქარს გაატანეთ ან სახლიდან გაიტანეთ. შემდეგ გაუშვით სურვილი და მადლობა გადაუხადეთ სამყაროს მხარდაჭერისთვის.
ახალმთვარეობა ახალი დასაწყისების დროა, ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სურვილი შიშითა და დეფიციტის განცდით კი არა, რწმენით, სიმშვიდითა და შინაგანი თავდაჯერებულობით ჩამოაყალიბოთ“.
