LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედა ცოტა ხნის წინ, 80 წლის ასაკში დაქორწინდა და ძალიან ბედნიერია“ – ოუენ უილსონი დედაზე ყვება

487
owenwilson

ოუენ უილსონი ელენ დეჯენერესის შოუს სტუმარი იყო, სადაც ჯენიფერ ლოპესთან ერთად გადაღებულ ახალ ფილმზე ისაუბრა. თუმცა აი ინტერვიუს ყველაზე საინტერესო მომენტი უილსონი დედაზე მოყოლილი ამბავი გახდა. მსახიობი ამბობს, რომ მისი დედა ლორა, 80 წლის ასაკში დაქორწინდა და თანაც, ძალიან კარგ ადამიანზე:

„დედა ახლა 82 წლისაა, ორი წლის წინ დაქორწინდა. ეს ძალიან რომანტიკული ისტორიაა, რომელიც ამტკიცებს, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს“ –  ამბობს მსახიობი.

უილსონი ასევე აღიარებს, რომ თავად ძალიან რომანტიკულია, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არასოდეს ყოფილა ქორწინებაში.

ჯეი ლო, მალუმა და ოუენ უილსონი – ფილმის „დაქორწინდი ჩემზე“ პირველი თრეილერი გავრცელდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g