როგორც ცნობილია, 14 თებერვალს, ვალენტინობის დღესასწაულზე ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით ახალი რომანტიკული ფილმი, „დაქორწინდი ჩემზე“ გამოვა. 52 წლის ჯეი ლოს პარტნიორობას ოუენ უილსონი და მალუმა უწევენ.
რამდენიმე საათის წინ ფილმის ოფიციალური თრეილერი გავრცელდა. წინ საოცრად რომანტიკული და შთამბეჭდავი სანახაობა გველოდება. აღსანიშნავია, რომ შეუდარებელ ჯენიფერ ლოპესს „ზუჰაირ მურადის“ ზღაპრული საქორწინო კაბა აცვია.