თუკი ფიქრობთ, რომ მხოლოდ თქვენ მოგბეზრდათ მერაია ქერის საკულტო საშობაო ჰიტი All I Want For Christmas Is You, ცდებით, აღნიშნული სიმღერა მის შვილებსაც ამოუვიდათ ყელში.
არტისტმა „ინსტაგრამზე“ სახალისო ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ სთხოვენ ტყუპები მას, ეს სიმღერა ამ წელს მაინც არ იმღეროს.
„დედა, გთხოვ, აღარ გვსურს ყოველ წელს ამის მოსმენა“, – ამბობენ ბავშვები ვიდეოში და მერაიას ნაძვის ხესთან მარტო ტოვებენ.
54 წლის მერაია ქერი ციგაზე სრიალებს, შობას ხვდება და ახალ სიყვარულს ელოდება
54 წლის მერაია ქერიმ თავისი ცნობილი ჰიტი „ბილბორდზე“ შეასრულა – „შობის დედოფალი“ საოცარ ფორმაშია