ლეგენდარული მსახიობის, ოდრი ჰეპბერნის ცხოვრებას გარედან ბევრი იდეალურად აღიქვამდა, მას ელეგანტურობისა და წარმატების სიმბოლოდ მოიაზრებდნენ, თუმცა, როგორც მისმა ვაჟმა გაამხილა, ამ ბრწყინვალე იმიჯის მიღმა, მძიმე პირადი, ტკივილი და რთული ურთიერთობები იმალებოდა.
მისი ვაჟმა, შონ ჰეპბერნ ფერერიმ, წიგნში „ინტიმური ოდრი“ შემზარავ საიდუმლოს ახდა ფარდა.
„სასოწარკვეთილმა დედაჩემმა მოღალატე ქმრის გამო, წამლის ზედმეტი დოზა მიიღო“, – იხსენებს მისი ვაჟი.

„როცა თქვენ აქ არ ხართ, მას ქალები მოჰყავს. ამ საწოლში აწვენს… ჩვენ კი მათ საუზმეს აქ, თქვენს ლოგინში მივართმევთ ხოლმე“, – უთხრა ერთხელ ატირებულმა მოახლემ ოდრის.
ეს მომენტი მელ ფერერსთან მისი ქორწინების დასასრულის დასაწყისი გახდა, კოშმარი, რომლისგან თავის დაღწევა, როგორც ჩანს, მას ვერ შეეძლო.
1978 წელს შონმა დედა საწოლში უგონო მდგომარეობაში იპოვა, გვერდით კი საძილის წამლების ცარიელი ფლაკონი ედო.
ცნობისთვის, ცხოვრების მიწურულს, ოდრიმ საბოლოოდ იპოვა ბედნიერება რობერტ ვოლდერსთან. ის იყო პირველი კაცი, რომელმაც ოდრის საშუალება მისცა, ყოფილიყო ის, ვინც სინამდვილეში იყო.
„გინდა, რომ მთელი ღამე აქ ვიყოთ? რატომ არ ტირი?“ – უცნობი და საინტერესო ფაქტები „რომაულ არდადეგებზე“ოდრი ჰეპბერნი ბოლო ასწლეულის მოდის მთავარ სტილისტად დაასახელეს
