გასულ თვეს, 51 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა, მეთიუ მაკკონაჰმა მემუარები, Greenlights (მწვანე შუქები) გამოსცა, სადაც უამრავი სკანდალური განცხადების ამოკითხვაა შესაძლებელი. მსახიობი ბიოგრაფიულ წიგნში წერს, რომ მოზარდობის ასაკში არაერთხელ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
ასევე ვარსკვლავი ადრეულ წლებსაც იხსენებს, აღწერს მშობლების ურთიერთობას, კარიერულ გზას, ქორწინების დეტალებს კამილა ალვესთან და მკითხველს ფილოსოფიურ რჩევებსაც აძლებს.
მკითხველისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ფაქტი, მისი დედასთან ურთიერთობა გახდა. მათ კონტაქტი 8 წლის განმავლობაში ჰქონდათ გაწყვეტილი. ამის მიზეზი ის გახდა, რომ დედამისი მის პირად ისტორიებს პრესას უმხელდა. მეთიუს განცხადებით, აღნიშნული პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ის ცნობადი სახე გახდა. ცნობისთვის, მერი მაკქეიბმა პრესას ის საწოლი აჩვენა, სადაც მეთიუმ ვაჟიშვილობა დაკარგა.
„დედაჩემმა პრესას ის საწოლი აჩვენა, სადაც ვაჟიშვილობა დავკარგე, ეს საშინელი შეგრძნება იყო“, – წერს მეთიუ.
ცოტა ხნის წინ, ამ სკანდალური გაცხადებების შემდეგ, მეთიუ და მისი დედა, მერი ერთად პირველად გამოჩნდნენ. ონლაინ ჩართვაში მეთიუ და მისი 88 წლის დედა ჩახუტებულები იყვნენ. მსახიობმა განაცხადა, რომ უთანხმოება წარსულს ჩაბარდა, თუმცა ის პერიოდი ძალიან ცუდად ახსენდება.