“დედაენის ბარი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბარმა კიბერშეტევა მოიგერია, რისთვისაც ადმინისტრაცია საზოგადოებას მადლობას უხდის.
“საყვარელო მეგობრებო, ვხედავთ და ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას. მუდმივ რეჟიმში ვიღებთ უამრავ წერილს, ჩახუტებასა და სითბოს.
კიბერშემოტევა მოგერიებულია, ამას თქვენი დაუღალავი შრომისა და საბრძოლო შემართების გარეშე ვერ შევძლებდით.
უდიდესი მადლობა უკრაინელებს, რომლებიც რეალური ფრონტის ხაზიდან ახერხებენ ჩვენს დასახმარებლად დროის გამონახვას.
თქვენი გმირობა ცრემლებამდე გვახარებს!
ასეთ ძლიერ ენერგიას, ასეთ სიყვარულს, ასეთ საქართველოს ვერავინ დაემუქრება.
ჩვენი საქმე მართალია, რაც არ უნდა სახელი უწოდონ!
მადლობა კარგო ხალხო! დიდი დიდი მადლობა!
დიდება თავისუფალ საქართველოს
დიდება უკრაინას
****** რუსეთს
ჭირი იქა, ლხინი აქა – აღნიშნულია განცხადებაში.