დღეისათვის დედამიწაზე ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ ცოცხალმა ორგანიზმებმა კომფორტულად არსებობა შეძლონ, თუმცა მეცნიერთა ნაწილის აზრით, მილიარდი წლის შემდეგ პლანეტაზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება.
გამოცემა Nature Geoscience-მა იაპონელი მეცნიერის კაზუმი ოზაკის და მისი ამერიკელი კოლეგის კრის რაინჰარდის ერთობლივი კვლევა გამოაქვეყნა. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ წლების გასვლის შემდეგ დედამიწაზე ჟანგბადის დონე მკვეთრად დაიკლებს და მის ნაცვლად ატმოსფერო მეთანით გაივსება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე ისეთივე პირობები იქნება როგორიც 2,4 მილიარდი წლის წინ, ე.წ. ჟანგბადის კატასტროფის დროს იყო.
ბუნებრივია, ეს პროცესი ცოცხალ ორგანიზმებს გაანადგურებს და გადარჩენას მხოლოდ ისინი შეძლებენ ვისაც არსებობისთვის ჟანგბადი არ სჭირდება.
კვლევის ავტორები აზუსტებენ, რომ კაცობრიობას ზუსტად ერთი მილიარდი წელი აქვს რომ მზის სისტემის მიღმა პოტენციური, სიცოცხლისთვის გამოსადეგი ადგილები აღმოაჩინოს, სხვა შემთხვევაში გადარჩენას ვერ შეძლებს.