LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე 22 დეკემბერს აინთება

nazvis xe (1)

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება და  22 დეკემბერს აინთება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა, ნაძვის ხის აწყობა ორ დღეში დამთავრდება, ხოლო შემდეგ დაიწყება მისი მორთვა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში თბილისის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის წინ იდგმებოდა, ეს ტრადიცია შეიცვალა და ყოველ წელს მას რესპუბლიკის მოედანზე დადგამენ.

„საკმაოდ საინტერესო იქნება ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, რომელიც 22-ში გაიმართება. მინდა, მოვუწოდო ყველას – პატარებს, დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს, მობრძანდნენ, წამოიყვანონ თავიანთი შვილები და შვილიშვილები, ერთად ავანთოთ საახალწლო ნაძვის ხე 22 დეკემბერს.

ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ნაძვის ხის ანთების ძალიან მასშტაბური ღონისძიება, მე ამაზე მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე. სიურპრიზად დატოვება მინდოდა, იმ პროექტის განხორციელება სამწუხაროდ არ გამოგვივიდა, დრო ძალიან ცოტაა და ტექნიკურად შეუძლებელი იქნება. 22-ში რასაც გავაკეთებთ, შთამბეჭდავი იქნება. არასდროს ყოფილა ასეთი ღონისძიება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/752943218395026/

 

შეგახსენებთ, ნოემბრის დასაწყისში ზაზა სარალიძემ თბილისის მერიისგან წერილი მიიღო, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია დეკემბრის დასაწყისამდე უნდა დაეტოვებინა. კახა კალაძემ მაშინ თქვა, რომ დედაქალაქი საახალწლოდ ემზადება და ამ ადგილის გამოყენება შეუძლებელი იქნება. მერი აღნიშნავდა, რომ აქციის მონაწილეებს სხვა ადგილი უნდა ეპოვათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g