LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, ტრადიციულ საახალწლო საჩუქრებს წელსაც მიიღებენ

99
ბაღი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით, თბილისის მერია დედაქალაქის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების საახალწლო საჩუქრებისთვის დაახლოებით 430 ათას ლარს დახარჯავს.

თბილისში 185 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომელშიც დაახლოებით 60 ათასი აღსაზრდელია რეგისტრირებული. ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო, ამ ეტაპზე ყველა საბავშვო ბაღი დაკეტილია, თუმცა, ბავშვები ტრადიციულ საახალწლო საჩუქრებს წელს მაინც მიიღებენ.

პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 430 ათასი ლარი გამოიყოფა. მშობლები საახალწლო საჩუქრებს დეკემბრის ბოლომდე, იმ პროდუქტებთან ერთად მიიღებენ, რომელსაც სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, თბილისის მერიის სოციალური პროექტის ფარგლებში გაზაფხულიდან იღებენ.

აღსანიშნავია, რომ ტენდერში, რომელიც თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ გამოაცხადა, კომპანია ”ბარამბომ” გაიმარჯვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g