LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედას ვფიცავარ, „ნაცობა“ არის კატასტროფა, მართლა კატასტროფა…“ – ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს

117
ირაკლი კობახიძე

„დედას ვფიცავარ, „ნაცობა“ არის კატასტროფა. „ნაცს“ ლოგიკა საერთოდ არ აქვს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაცი“ რომ ხარ იმას ნიშნავს, არ ვერ აზროვნებ, ან არ აზროვნებ“:

„ნაცობა” ნიშნავს ლოგიკიდან ამოვარდნას. თქვენ არ გაგიგიათ ტერმინები: ყარაბაღის ომი, სამაჩაბლოს ომი? აფხაზეთი ომი? ანუ, შესაძლებელი ყოფილა, საკუთარ ტერიტორიაზე ომში ჩართვა ხომ? 

დედას ვფიცავარ, „ნაცობა“ არის კატასტროფა, მართლა კატასტროფა. „ნაცს“ ლოგიკა საერთოდ არ აქვს. „ნაცი“ რომ ხარ იმას ნიშნავს, არ ვერ აზროვნებ, ან არ აზროვნებ, ეს არის „ნაცობა…

ნერვიულობა ვის ეტყობა ხომ ჩანს? თქვენი კივილი ისმის და რატომ ნერვიულობთ? თქვენს სამარცხვინო პარტიას შეეწირნენ გმირი ჯარისკაცები“, – მიმართა კობახიძემ ჟურნალისტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g