LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დედასთან მომიწია ხმის აწევა და ამას ძალიან განვიცდი”, – მაგდა პაპიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

78

მაგდა პაპიძეს დღეს სასამართლო დარბაზში სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენჯერმე მიაყენეს. შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სხდომაზე განაცხადა, რომ არასოდეს დაუკარგავს თორნიკე ქაფიაშვილზე გაწეულ ამაგს საკუთარ მაზლს.

„ჩემს შვილზე ამ ადამიანს დიდი ამაგი აქვს და ამას არასოდეს დავუკარგავ. დედასთან მომიწია ხმის აწევა და ამას ძალიან განვიცდი“, – აღნიშნა პაპიძემ.

მისი განცხადების შემდეგ დარბაზში მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ბრალდებულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, იგი მანდატურებმა დარბაზიდან გაიყვანეს.

დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, მაგდა პაპიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა დარბაზში მყოფმა კიდევ ერთმა პირმა მაშინ მიაყენა, როდესაც ბრალდებული ქმართან და შვილთან ერთად გატარებულ „ლამაზ დღეებს“ იხსენებდა.

მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

magti 5g